გერასიმე (გერონტი) დიმიტრის ძე ქიქოძე

პოლიტიკოსი, ფილოლოგი, მწერალი, კრიტიკოსი და მთარგმნელი, დამფუძნებელი კრების წევრი (ეროვნულ-დემოკრატიული პარტია), ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1908 წლის 20 ნოემბერს სტიპენდიატმა გერონტი ქიქოძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 25 მანეთი სთხოვა. ეს თანხა შემდეგი თვის სტიპენდიებიდან გამოერიცხებოდა. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1908-1908
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 1824 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/1824]; წვდომის თარიღი: 2019-06-26

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.