აკაკი როსტომის ძე წერეთელი

პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, საპატიო წევრი

1919 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, რედაქციამ საქართველოს საისტორიო და ეთნოგრაფიული საზოგადოების მიერ გამოცემული აკაკის წერეთლის ისტორიული დრამა „პატარა კახი“ მიიღო. წიგნი პატარა ფორმატის იყო და 12 მანეთი ღირდა.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 19 ნოემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 1840 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/1840]; წვდომის თარიღი: 2020-01-28

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.