პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა

მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავისა და თბილისის განყოფილებათა წევრი, თბილისის დრამატული საზოგადოების წევრი, ვლადიკავკაზის ქართული სკოლის ხელმძღვანელი

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თბილისის II სამკითხველოთი სამუშაო დღეებში 6089 ადამიანი სარგებლობდა, უქმე დღეებში კი – 1158. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშები | 1905-1905
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 1862 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/1862]; წვდომის თარიღი: 2020-02-25

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.