სვიმონ (სიკო) ილიას ძე ფაშალიშვილი

მწერალი, ჟურნალისტი და მთარგმნელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 22 ივლისს სახ. გვარდიის საგანგებო ბატალიონის და საინჟინრო გუნდის კულტურულ-საგანმანათლებლო სექცია მართავს საღამოს აზერბაიჯანთან ომის დროს ამავე ბატალიონის დახოცილ გვარდიელთა ოჯახების სასარგებლოდ. პროგრამა: ვალიკო ჟუღელის რეფერატი _ „სახალხო გვარდია და რესპუბლიკა“; ვოდევილი „დედისერთა“ დ. აბდუშელის ხელმძღვანელობით; გ. ქუჩიშვილი, ვარ. რუხაძე, გ. ტაბიძე, ფაშალიშვილი, ივ. ყიფიანი, პლ. ლეჟავა; მ. კავსაძის მომღერალთა გუნდი; დაუკრავს სახ. გვ. ცხენოსანთა დივიზიონის სამხედრო მუსიკა მიზანდარის ლოტბარობით; საღამოს დიასახლისია თამარა ფარულავას ას. პასუხისმგებელი გამგე ივანე ცომაია.

წყარო: ერთობა, 1920 | 22 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.