ილია ლუკას ძე სიხარულიძე

პოეტი, პედაგოგი, რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი (1939)

1920 წლის 26 მაისს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფის სამეცნიერო, ლიტერატურული და პოლიტიკური ჟურნალი „მომავალი“ გამოვიდა. პირველ ნომერში დაიბეჭდა ვასილ გიორგაძის მონოგრაფია „სასულიერო პოეტები: იოვანე საბანისძე, ივანე მინჩხი და ფილიპე“, სერგი მაკალათიას „ატენის სიონი“ (ატენის სიონის აღწერილობა. შენიშვნა სქოლიოში: წაკითხულია საარქეოლოგიო სემინარიაში), ლექსები: ბარბარე (ბაბილინა) ხოსიტაშვილი-კურდღელაშვილის „ცოცხალი თაიგული“ და „მგზავრი“ , ილია სიხარულიძის „ღელვა“ და „ცისფერი მადამი“, ვ. გორგაძის „არ-ესა“, ს. აბულაძის ეტიუდი, დემნა შენგელაიას ჩანახატი „ვერ დამიმონებ“.

წყარო: სახალხო საქმე, 1920 | 26 მაისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 1950 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/1950]; წვდომის თარიღი: 2019-06-17

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.