იულია(ნა) ამბაკოს ასული სულაქველიძე

პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1918 წლის 22 თებერვალს ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალთა გიმნაზიაში პედაგოგებად მუშაობდნენ: ვლადიმერ მოსეს ძე კეკუა – სამართლის ისტორია, დავით მინას ძე ჩარკვიანი – მათემატიკა, პლატონ დავითის ძე ხიზანიშვილი – გლობა, თედორე თედორეს ძე ჩუნეცკი – ხატვა, ნინო ალექსის ასული პავლოვა – ხელსაქმე, ანა ესტატეს ასული მატარაძე – ბუნებისმეტყველება, მარიამ ბესარიონის ასული ნაცვლიშვილი – ქართული ენა, იულინა ამბაკოს ასული სულაქველიძე – მოსამზადებელი კლასები, სოფო იოსების ასული კიკაჩეიშვილი – ფრანგული ენა.

წყარო: მიმოწერა ქუთაისის ეპისკოპოს გაბრიელის სახელობის ქალთა გიმნაზიაში პედაგოგთა დანიშვნის შესახებ | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 19822 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/19822]; წვდომის თარიღი: 2019-07-17

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.