რაჟდენ მათეს ძე არსენიძე

პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრი, ეროვნული საბჭოს წევრი, დამფუძნებელი კრების წევრი, დამოუკიდებელი საქართველოს იუსტიციის მინისტრი

1919 წლის გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი რჟდენ არსენიძეს სირთულეების მიუხედავად, შესაძლებლად მიაჩნდა მთიელთა სახელმწიფოს შექმნა, რომლის საუკეთესო ფორმადაც ფედერაციული მოწყობა ესახებოდა, სახელდობრ – ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა კანტონებად, მთიანი შვეიცარიის მსგავსად.

წყარო: „ვოლნი გორეცი" ( „ВОЛЬНЫЙ ГОРЕЦ "– „თავისუფალი მთიელი"), №2, 1919 წლის 22 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი (ტიფლისი)
ენა: რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 2000 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/2000]; წვდომის თარიღი: 2020-01-29

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.