ნინო მიხეილის ასული შიუკაშვილი-გოგნიაშვილისა

პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1911 წლის 23 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ აუწყა, რომ გამგეობის თავმჯდომარის, მაქსიმილიანე ჭავჭავაძის თხოვნით სახალხო სკოლათა დირექტორმა ნინო შიუკაშვილს კეთილსაიმედოობის მოწმობის წარდგენამდე სკოლაში მასწავლებლად მუშაობის ნება დართო. შიუკაშვილს ეს მოწმობა 1911 წლის 10 ნოემბრამდე უნდა წარედგინა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 21957 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/21957]; წვდომის თარიღი: 2019-12-06

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.