ილია აბრამის ძე სარაჯიშვილი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1898 წლის 28 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცამეტე სხდომა. სხდომაზე მიიღეს ერეკლე ბაქრაძის, ლუკა ჯავახიშვილის და ილია სარაჯიშვილის საზოგადოების აგენტობასთან დაკავშირებული საპასუხო წერილები. გამგეობამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყარსში ბაქრაძე დაენიშნათ საზოგადოების აგენტად; თიანეთში აგენტად მუშაობა შეეთავაზებინათ გიორგი მრევლიშვილისთვის, ხოლო თელავში მარიამ ესტატეს ასულ ვახვახიშვილისთვის ან ლევან რევაზის ძე ვახვახიშვილისთვის.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 22091 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/22091]; წვდომის თარიღი: 2019-07-24

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.