ევგენია (გენო) კონსტანტინეს ასული ეგაძე

პედაგოგი

1912 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საკითხი საქველმოქმედო საზოგადოების სკოლის ქართული ენის მასწავლებლისათვის ხელფასის დანიშვნის შესახებ. გამგეობამ დაადგინა: სკოლის პედაგოგ ევგენია ეგაძესთვის 1-ლი ნოემბრიდან 15 მანეთი დაენიშნათ და მოეთხოვათ გაკვეთილების განაწილების ცხრილი, რათა საზოგადოების წევრებს გაკვეთილებზე დასწრება შეძლებოდათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 22673 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/22673]; წვდომის თარიღი: 2019-10-19

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.