იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძე

მხატვარი, მოქანდაკე, ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი, თბილისის ვაჟთა VII გიმნაზიის პედაგოგი

1908 წლის 3 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა, სამსონ ფირცხალავამ გამგეობას სთხოვა დაეჩქარებინა ილია ჭავჭავაძის ძეგლის საქმე – 6 აპრილს მოეწვიათ მცოდნე პირთა სხდომა ძეგლის იაკობ ნიკოლაძისეული მოდელის განსახილველად.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 231 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/231]; წვდომის თარიღი: 2019-06-17

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.