ანეტა ანტონის ასული ყიფშიძე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1915 წლის 31 აგვისტოს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის მდივანმა ანეტა ყიფშიძემ დედანთან შეადარა საადგილმამულო კომისიის მიერ თბილისის ხაზინაში გაგზავნილი განცხადების ასლი. განცხადება ეხებოდა ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის ყვარლის მამულში მდებარე წისქვილის დავალიანების დაფარვას, რომელიც თავის თავზე აიღო საადგილმამულო კომისიამ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 2412 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/2412]; წვდომის თარიღი: 2019-06-17

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.