მიხეილ ჩხიკვაძე

სასულიერო პირი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1924 წლის 10 აპრილს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მიხეილ ჩხიკვაძის განცხადება. იგი წიგნსაცავიდან იმ წიგნების გატანის ნებართვას ითხოვდა, რომლებშიც გრიგოლ ტატიშვილის შესახებ იყო ცნობები. გამგეობამ ჩხიკვაძის თხოვნა დააკმაყოფილა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომების ოქმები | 1924-1924
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 24916 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/24916]; წვდომის თარიღი: 2020-02-19

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.