პეტრე გიორგის ძე ჭარაია

პედაგოგი, ლიტერატორი, ეთნოგრაფი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1919 წლის 21 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გალის ორკლასიანი სკოლის მასწავლებელ პეტრე ჭარაიას თხოვნა ჯამაგირის შესახებ. 1917 წლის 1-ლი ოქტომბრიდან მას ხელფასი აღარ ეძლეოდა. ეცნობა სამინისტროს, რომ ჯამაგირი გამოეყოთ ხაზინიდან, მაგრამ გამგეობამ ეს ცნობა 1918 წლის ივლისში მიიღო. შუამდგომლობა სამინისტროში გაიგზავნა 8 ოქტომბერს, მაგრამ იქიდან 19 ნოემბერს უარი ეთქვა. გამგეობამ გადაწყვიტა, მიეცათ ასი თუმანი და ეშუამდგომლათ, ვალი სრულად დაეკმაყოფილებინა მთავრობას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 2520 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/2520]; წვდომის თარიღი: 2019-10-16

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.