ალექსანდრე ჟორჟოლიანი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1919 წლის 21 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე ჟორჟოლიანის მიერ წარმოდგენილი წერილობითი რეცენზია, რომელიც ისტორიკოსთა კომისიის დავალებით შეასრულა უზნაძისა და გველესიანის მიერ შედგენილ სახელმძღვანელო წიგნის „ახალი ისტორიის“ შესახებ. ამავე სექციამ დაადგინა, მიეცეს ჰონორარად 300 მანეთი ალ. ჟორჟოლიანს. გამგეობამ დაამტკიცა სექციის დადგენილება.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 2731 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/2731]; წვდომის თარიღი: 2019-06-17

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.