ტიტე სიხარულიძე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1917 წლის 25 აგვისტოს დილის 11 საათზე ქ. სამტრედიაში შედგა ქალთა კავშირის დამფუძნებელი კრება, რომლის მთავარი მიზანი ქალთა უფლებების დაცვა იყო. კრება გახსნა ლექტორმა ტიტე სიხარულიძემ, რომელმაც ილაპარაკა ქალთა საკითხებზე, მოიყვანა მაგალითები ქალთა სწორუფლებიანობის შესახებ, ასევე გერმანიის, საფრანგეთის, ინგლისის, რუსეთის და სხვა სოციალისტების აზრები. სამსაათიანი ლექციის შემდეგ ქალებმა აირჩიეს ათი ქალისგან შემდგარი ბიურო. კრებას ესწრებოდა სოციალ-დემოკრატების მხარდამჭერი ორი ქალი, კანდელაკი და ნინუა, რომლებმაც დარბაზი დატოვეს.

წყარო: ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 7 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: ქ. ქუთაისი
ენა: ქართული ენა
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 27632 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/27632]; წვდომის თარიღი: 2019-07-19

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.