ანა (ცქვიტი) ანტონის ასული ხახუტაშვილი

მწერალი, პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1912 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ წიგნების ანგარიშში იაკობ გოგებაშვილს გადასცა 600 მან., ბეგლარ ფიღინოვს — 2.73 მან., მიხეილ ნემსაძეს — 0.91 მან., დიმიტრი არაყიშვილს — 18.80 მან., თებერვლის სტიპენდია ანნა ხახუტაშვილს — 25 მან., ნავთლუღის სკოლის მასწავლებელ მარიამ ჯარიაშვილს — 25 მან., ზალდასტანიშვილს — 4.80 მან., ასევე თებერვლის ხელფასი გაუგზავნეს საგურამოსა და გერგეთის სკოლის მასწავლებლებს, ფულადი დახმარება აღმოუჩინეს ვერის, ავჭალისა და ნაძალადევის ბიბლიოთეკებს და გადაიხადეს საზოგადოების სხვადასხვა ხარჯები, რამაც ჯამში შეადგინა 1259.82 მანეთი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 2863 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/2863]; წვდომის თარიღი: 2019-10-17

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.