ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი

1899 წლის 18 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამგეობის წევრმა, ალექსანდრე ჭყონიამ განაცხადა, რომ საზოგადოების დამფუძნებელი წევრობა სურდა. მას საწევრო – 300 მანეთი თავისი წიგნის, „ისტორიული ნარკვევის“ შემოსავლიდან 20%-ის დაკლებით უნდა გადაეხადა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 3726 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/3726]; წვდომის თარიღი: 2019-08-22

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.