ალექსანდრე რომანოზის ძე მრევლიშვილი

მხატვარი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1908 წლის 9 აპრილის სხდომაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის ძეგლის იაკობ ნიკოლაძისეული მოდელი და ძეგლის დადგმის საკითხი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებიდან კრებას ესწრებოდნენ თავმჯდომარის მოადგილე იაკობ ღულაძე და გამგეობის წევრები: ლუარსაბ ბოცვაძე, დავით კარიჭაშვილი, პეტრე სურგულაძე, გრიგოლ რცხილაძე, სამსონ ფირცხალავა; კაზმულ ხელოვნებათა წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების მხრიდან – მხატვართა კომისიის წევრები: გიგო გაბაშვილი, მ. კ. ფრანკე, ბორის ფოგელი, ოსკარ შმერლინგი, ეღიშე თათევოსიანი, მოსე თოიძე, ჰენრიკ ჰრინევსკი, ალექსანდრე მრევლიშვილი და არქიტექტორი სვიმონ კლდიაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 3764 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/3764]; წვდომის თარიღი: 2019-12-12

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.