ალექსანდრე სოლომონის ძე ხახანაშვილი

ფილოლოგი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, პროფესორი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1909 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, რომ მოსკოვში ნიკოლოზ გოგოლის ძეგლის გახსნაზე საზოგადოების წარმომადგენლებად გაეგზავნათ ალექსანდრე სუმბათაშვილი, ალექსანდრე ხახანაშვილი, ალექსანდრე ჯავახიშვილი და ვლადიმერ მესხიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1909-1909
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 3780 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/3780]; წვდომის თარიღი: 2019-12-06

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.