ანა ნიკოლოზის ასული ჭავჭავაძე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა გამგეობის საქმიანობის ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, გამგეობის წევრები იყვნენ: ანა ნიკოლოზის ასული ჭავჭავაძე, თამარა ალექსანდრეს ასული აბაშიძე, ქეთევან ივანეს ასული რუსიშვილისა, თამარა ალექსანდრეს ასული ყაზახაშვილისა, ნიკიფორე ევსევის ძე მამინაიშვილი და ზაქარია რომანის ძე ჭავჭავაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 3934 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/3934]; წვდომის თარიღი: 2019-12-12

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.