ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა

პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი, ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქტორი, თბილისის I და II ბიბლიოთეკების გამგე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1899 წლის 5 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ანასტასია წერეთლისთვის წიგნების თანხის – 12 მანეთის გადაცემის შესახებ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 3966 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/3966]; წვდომის თარიღი: 2020-02-20

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.