გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი

გეოგრაფი, პოლიტიკოსი, სამხედრო პირი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე

1911 წლის 29 დეკემბერს პეტრე მამრაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აცნობა, რომ მენარდე ლუჩიანო დე ბლასი ითხოვდა ანაზღაურების დარჩენილ ნაწილს – 2000 მანეთს. მამრაძის აზრით, ჯობდა მისთვის 1 000 მანეთი მაშინვე და 1 000-იც სამუშაოს ჩაბარების შემდეგ გადაეხადათ. გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგმა მამრაძის წინადადება მოიწონა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა სხვადასხვა ორგანიზაციებთან ილია ჭავჭავაძისთვის ძეგლის დადგმის შესახებ | 1908-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული, ფრანგული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 4659 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/4659]; წვდომის თარიღი: 2020-02-26

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.