გრიგოლ მიხეილის ძე წულუკიძე

პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1899 წლის 18 ივნისის სხდომაზე იაკობ გოგებაშვილი არ დაეთანხმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის დადგენილებას სენაკის სკოლის მასწავლებლების – პლატონ და გრიგოლ წულუკიძეების, მიხეილ შარაშიძის, ივანე გომელაურისა და გიორგი ბოკერიას – სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. მისი აზრით, მასწავლებლები სხვაგან უნდა გადაეყვანათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 4841 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/4841]; წვდომის თარიღი: 2020-04-09

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.