დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელი)

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ბაქოს დრამატული დასის წევრი

1887 წლის 4 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (N 25 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) რუბრიკაში „ქართული თეატრი“ წერდა, რომ ბანკის თეატრში დავით აწყურელი წაიკითხავდა სცენებს დ. მაჩხანელის (ნადირაძე) თხზულებიდან „ძმური სიტყვა“. მონაწილეობას მიიღებდნენ: ნატალია გაბუნია-ცაგარელისა, თამარ ლეონიძისა, ნინა ლორის-მელიქოვისა, ნიკოლოზ ერისთავი (ტყვიაველი) და მიხეილ ცაგარელი.

წყარო: ივერია, 1884 | ნოემბერი-დეკემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 4902 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/4902]; წვდომის თარიღი: 2020-02-27

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.