დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი

ძველი ქართული ლიტერატურის მკვლევარი, მწერალი, რედაქტორ-გამომცემელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის დამფუძნებელი წევრი, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგი

1905 წლის 14 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ, ივანე გიორგის ძე რატიშვილმა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ და რამდენიმე სხვა პირმა განიხილეს ერთ-ერთი სამრევლო სკოლის მასწავლებლის თხოვნა წიგნებისა და სასწავლო ნივთების უფასოდ გაგზავნის შესახებ. კრებამ განიხილა ეს საკითხი და გადაწყვიტა, სკოლისთვის ერთი თუმნის წიგნები და სასწავლო ნივთები უფასოდ გაეგზავნათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ჟურნალები | 1905-1906
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 4942 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/4942]; წვდომის თარიღი: 2019-07-24