დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების დამფუძნებელი წევრი, კავკავის განყოფილების საპატიო წევრი; მეცნიერი, ქიმიკოსი, მეწარმე, ქველმოქმედი, ქართული კონიაკის წარმოების დამფუძნებელი, სასოფლო-სამეურნეო ურთიერთდახმარების საკრედიტო საზოგადოების მეპატრონე

1914 წლის 26 იანვარს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად უმაღლესი სამეურნეო სასწავლებლის მოსწავლეებს სარაჯიშვილის სახელობის ორი სტიპენდია დაუნიშნეს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 4976 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/4976]; წვდომის თარიღი: 2019-07-17

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.