დიმიტრი ალექსანდრეს (მხარგრძელის) ძე ფავლენიშვილი

თავადი, თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის გამგეობის წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, გამგეობის ხაზინადარი

1911 წლის 24 ოქტომბერს თბილისის გუბერნიის სათავადაზნაურო მიწათა კომისიამ თელავის მაზრის საადგილმამულო ბანკის მმართველს, ალექსანდრე ციციშვილს დაავალა სოფელ ყვარელში ილიასეული მამულის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის ჩაბარება და შესაბამისი აქტის შედგენა. დოკუმენტს ხელს აწერენ მიწათა კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ფავლენიშვილი და საქმისმწარმოებელი ალექსანდრე ყიფშიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 5111 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/5111]; წვდომის თარიღი: 2020-02-23

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.