დიმიტრი თომას ძე ხოშტარია (დუტუ მეგრელი)

მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, საგანგებო საქმეთა მოხელე შინაგან საქმეთა სამინისტროში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 15 ივლისს მეორე ქართულ კლუბში (პლეხანოვის პრ.) გაიმართება ლადო მაჭავარიანის საღამო. მონაწილეობენ: გრ. რობაქიძე, დუტუ მეგრელი, ვარ. რუხაძე, გალაკტიონ ტაბიძე, ტიციან ტაბიძე, გ. ქუჩიშვილი, ხარ. ვარდოშვილი, ივ. ყიფიანი, გრ. ცეცხლაძე, აკ. ბერეკაშვილი, ლ. მაჭავარიანი, თაგუნა, ნ. გოცირიძე.

წყარო: ერთობა, 1920 | 14 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 5200 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/5200]; წვდომის თარიღი: 2019-10-14

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.