ეპიფანე სილიბისტროს ძე ჩხაიძე

დეკანოზი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1915 წლის 5 ნოემბერს ეპიფანე ჩხაიძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების სხდომა გაიმართა. სხდომაზე არსებული სამკითხველოს მოვლის, ახალი წიგნის მაღაზიის დაარსებისა და ხალხისთვის სასარგებლო ლექციების გამართვის საკითხი განიხილეს.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილებასთან და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 5421 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/5421]; წვდომის თარიღი: 2020-02-23

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.