ერთაოზ გიორგის ძე სიდამონ-ერისთავი

კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარედ იასონ ლორთქიფანიძე, ხაზინადრად კონსტანტინე გვარამაძე, დროებით მდივნად პართენ გოთუა, წევრებად: ერთაოზ სიდომონ-ერისთავი, ნესტორ ფხაკაძე, ნიკოლოზ გუბნელოვი, მიხეილ ინასარიძე და იოსებ მოზდოკელოვი. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 5442 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/5442]; წვდომის თარიღი: 2020-01-26

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.