ვასილ ბესარიონის ძე კახიძე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუდმივი წევრი, თბილისისა და თელავის განყოფილებათა დამხმარე წევრი

1911 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების საზოგადო კრება ჩატარდა. კრების დადგენილებით განყოფილებას ერთი წევრი უნდა მიეღო, რომელიც მდივნის მოვალეობასაც შეასრულებდა. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ვასილ კახიძე და ივანე პაატაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 5632 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/5632]; წვდომის თარიღი: 2019-09-15

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.