ვასილ ილიას ძე რცხილაძე

პედაგოგი, მწერალი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, კავკასიის სამეურნეო საზოგადოების საბჭოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი

1893 წლის 31 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე სარევიზიო კომისიამ, რომლის წევრებიც იყვნენ: ვასილ ილიას ძე რცხილაძე, დავით ნიკოლოზის ძე დათეშიძე და პავლე იოსების ძე ყიფიანი, გამგეობას უსაყვედურა, რომ წლიურ ანგარიშში დაწვრილებით არ იყო მოყვანილი ცნობები წიგნებით ვაჭრობის შესახებ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა საერთო კრების ოქმი | 1893-1893
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 5689 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/5689]; წვდომის თარიღი: 2019-09-15

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.