იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი

ქართული სამეცნიერო პედაგოგიკის ფუძემდებელი, მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1884 წელს იაკობ გოგებაშვილის თავმჯდომარეობით შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტების ინსტრუქციაში აღნიშნულია, რომ საზოგადოების წევრობის კანდიდატები და წევრები აგენტებს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეების გაკეთებაში უნდა დახმარებოდნენ.

წყარო: ივანე მაჩაბლის, იაკობ გოგებაშვილისა და სხვათა მოხსენებები საზოგადოების სახსრების გასაძლიერებლად რაიონებში აგენტების დანიშვნის შესახებ | 1883-1884
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 6225 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/6225]; წვდომის თარიღი: 2019-07-24

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.