ივანე ევსევის (იასეს) ძე ორჯონიკიძე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1908 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას საზოგადოების წევრ-თანამშრომელთა ჯგუფმა დაბა ცხინვალიდან გაუგზავნა საზოგადოების წევრობის მსურველთა სია. ამ სიაში ჩაეწერნენ დაბა ცხინვალის მაცხოვრებლები: დავით ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილი, ელენე გიორგის ასული მაჩაბლისა, ანა ივანეს ასული მელიქიძისა, ელისაბედ გრიშაევისა, ივანე იასეს ძე ორჯონიკიძე, ლაზარე ივანეს ძე კვინიკაძე, იოსებ გიორგის ძე გოგინაშვილი, ზაალ იასეს ძე მაჩაბელი და ვასილ მიხეილის ძე მაჩაბელი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა ცხინვალის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 6383 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/6383]; წვდომის თარიღი: 2019-12-06

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.