იოსებ გიორგის ძე ხუციშვილი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას ამავე საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვ. კახიძემ გაუგზავნა 1909 წლის წევრთა სია. 1909 წელს განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ნიკოლოზ გიორგის ძე აბელიშვილი, თამარა ალექსანდრეს ასული ყაზახაშვილი, მიხეილ დავითის ძე ცისკარაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი, დეკანოზი მიხეილ იოსების ძე ხელაშვილი და იოსებ გიორგის ძე ხუციშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 6747 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/6747]; წვდომის თარიღი: 2020-01-22

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.