იროდიონ ბესარიონის ძე ოქროპირიძე

დეკანოზი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1909 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას საზოგადოების წევრებმა დაბა ცხინვალიდან ამცნეს, რომ საწევრო თანხა შეიტანეს შემდეგმა პირებმა: სოლომონ (ჩიტა) ანდრიას ძე კასრაძემ, იასონ ნიკოლოზის ძე ელიოზიშვილმა, ალექსანდრე დავითის ძე მაჩაბელმა, დავით დავითის ძე კობალაძემ, სვიმონ ილიას ძე მაჩაბელმა, იროდიონ ბესარიონის ძე ოქროპირიძემ, ვასილ გაბრიელის ძე მჟნოვმა, მარიამ გიორგის ასულმა წინამძღვრიშვილისამ, იოსებ ისაკის ძე კასრაძემ და მიხეილ ანდრიას ძე მაისურაძემ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა ცხინვალის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 6893 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/6893]; წვდომის თარიღი: 2019-12-07

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.