კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე

მღვდელი, მასწავლებელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1918 წლის 8 ოქტომბერს, ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი, ნ. კვინიკაძე, უმაღლეს და საშუალო სკოლების ბ-ნ მთავარგამგეს წერს, რომ კონსტანტინე ანთაძე წელს ბ-ნ მინისტრის ამხანაგის განკარგულების თანახმად, თავად გაგზავნა ქ. თბილისში საშუალო სასწავლებლებისთვის მოწყობილ კურსებზე. ხელს აწერენ: გიმნაზიის დირექტორი ნ. კვინიკაძე და მდივანი ტერ. დუგლაძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | კონსტანტინე დავითის ძე ანთაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 7079 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/7079]; წვდომის თარიღი: 2019-06-20

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.