მარიამ (მართა) ივანეს ასული ჟორდანია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1913 წლის 8 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის კრება. კრების საფუძველზე გამგეობამ შეადგინა ოქმი N 8. დოკუმენტის მიხედვით, გამგეობას განუხილავს სადავო საკითხები, რომელიც ეხებოდა იმ წლის 2 მარტს ჩატარებულ საზოგადო კრებას. გამგეობამ უკანონოდ მიიჩნია ეს კრება, რომელსაც თავმჯდომარეობდა არა გამგეობის თავმჯდომარე ან მისი ამხანაგი, არამედ გამგეობის რიგითი წევრი და დაადგინა, ეცნობებინა ამ დარღვევის შესახებ საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის წევრები: ანდრია პატარაია, კატო კედია, ნიკო ბერიძე, მიხეილ პატარაია, მართა ჟორდანია, სარდიონ მაღლაკელიძე და კალისტრატე კობახიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 7538 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/7538]; წვდომის თარიღი: 2020-01-29

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.