ნიკიფორე იესეს ძე მამინაიშვილი

პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1909 წლის 4 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის საზოგადო კრებაზე თელავის განყოფილების წევრებად მიიღეს: ვასილ ბესარიონის ძე კახიძე, ივანე დიმიტრის ძე პაატაშვილი, ნიკიფორე იესეს ძე მამინაიშვილი, მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე, ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი, დეკანოზი მიხეილ იოსების ძე ხელაშვილი და ვასილ ბესარიონის ძე ბარნოვი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 8082 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/8082]; წვდომის თარიღი: 2019-11-16

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.