ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი

საზოგადო მოღვაწე, საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა შორაპნის მაზრაში, თერჯოლის რაიონში მდებარე 7 დესეტინა და 2100 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 8182 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/8182]; წვდომის თარიღი: 2020-02-27

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.