პეტრე დავითის ძე მეტრეველი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1913 წლის 24 ნოემბერს ალაგირში სოფლის კრებაზე გადაწყდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების გამგეობის წევრებად აერჩიათ ილია ნონიას ძე ლობჟანიძე, ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცი, ილია გიორგის ძე უნგიაძე, ანდრია ქაიხოსროს ძე კალანდარიშვილი, პეტრე დავითის ძე მეტრეველი, ალექსი დავითის ძე ლობჟანიძე.

წყარო: მიწერ-მოწერა საზოგადოების ალაგირის განყოფილებასთან და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 8570 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/8570]; წვდომის თარიღი: 2019-08-18

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.