რაჟდენ სოლომონის (არჯევანის) ძე ჯაჯანაშვილი

პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო წლის ბოლოს საზოგადოებისა და გამგეობის წევრები იყვნენ: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი, აკაკი როსტომის ძე წერეთელი, ვასილ როსტომის ძე ყიფიანი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი და ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი. წევრობის კანდიდატები კი – გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი, რაჟდენ სოლომონის ძე ჯაჯანაშვილი და ვასილ ილიას ძე რცხილაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიში და წევრთა საერთო კრების სხდომის ოქმი | 1886-1886
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 8730 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/8730]; წვდომის თარიღი: 2019-09-15

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.