რაჟდენ ფილიპეს ძე სირია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1914 წლის 18 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა გუდაუთის განყოფილების წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით, 1913 წელს განყოფილების წევრები იყვნენ: სევასტი ანტონის ძე ჩიქაშვილი, რაჟდენ ფილიპეს ძე სირია, სერგო ბესარიონის ძე ჯოლოგუა, ტერეზია ფილიპეს ასული ლაკერბაია და სალომე გლახას ასული ჭავჭანიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების გუდაუთის განყოფილებასთან, ოქმები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 8732 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/8732]; წვდომის თარიღი: 2019-07-20

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.