სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილი

მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1912 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ შიო არაგვისპირელი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, სოფრომ მგალობლიშვილი, ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, გრიგოლ რცხილაძე და ლუარსაბ ბოცვაძე; სხდომაზე გამგეობას იაკობ გოგებაშვილის ნების ამსრულებელმა გოგებაშვილის დაკრძალვისთვის საჭირო თანხა სთხოვა. გამგეობამ შიო დედაბრიშვილს, ფილიპე გოგიჩაიშვილსა და სოფრომ მგალობლიშვილს გარდაცვლილის ანდერძის დამტკიცებამდე 1 500 მანეთი სესხად მისცა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 9189 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/9189]; წვდომის თარიღი: 2019-10-14

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.