გრიგოლ ქრისტეფორეს (ქიშვარდის) ძე ურუშაძე

1924 წლის აჯანყების მონაწილე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის, ლიხაურისა და თბილისის განყოფილებათა წევრი

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების სახალხო კითხვების კომისიის წევრები იყვნენ: ვერა სპირიდონის ასული მელქაძე, აქვსენტი პეტრეს ძე ნაჭყებია, რაჟდენ გიორგის ძე მიქაძე, სილიბისტრო ხუნდაძე და გრიგოლ ქიშვარდის ძე ურუშაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სამტრედიის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობისა და ლიკვიდაციის შესახებ | 1916-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 967 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/967]; წვდომის თარიღი: 2020-01-23

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.