ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10359

ფაქტი 10359

1921 წლის 25 მაისს ნოე ხომერიკი აცნობებს პოლიტიკურ კომისიას პარიზში, რომ ფერიზ ვექილოვის, აჰმედ ცალიკოვის და რუსტამბეკოვის გადმოცემით, ანგორაში მეტად სასტიკად ებრძვიან ბოლშევიკებს. საქართველო სომხებთან, მთიელებთან და აზერბაიჯანელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ ერთად იმოქმედონ ბოლშევიკების წინააღმდეგ. საქართველოში იმ დროისთვის იმყოფებდნენ მთიელთა კომიტეტის თავმჯდომარე ფუად კონდუხოვი და გენერლები: ხალილოვი და გადჯიბეგოვი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10359; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .