1918 წლის 3 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა გ. გვაზავა, რომელმაც განაცხადა, რომ საჭირო იყო საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება, რადგან მრავალი შინაური მტერი ცდილობდა არეულობის შემოტანას ქვეყანაში. სწორედ ამიტომ საჭიროების შემთხვევაში გენერალ-გუბერნატორს უფრო მკაცრი ზომებიც უნდა მიეღო უსაფრთხოების მიზნით.

წყარო: სახალხო საქმე, 1918 | 7 დეკემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 10417 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/10417]; წვდომის თარიღი: 2021-03-06