1919 წლის 28 ოქტომბრის დამლევს გაიმართა საქართველოს რკინიგზელთა II ყრილობა. ყრილობის მეორე დღეს მოხსენებებით გამოვიდნენ რაიონების წარმომადგენლები. მოხსენებების მიხედვით, სოციალური პირობები მძიმე იყო, რკინიგზელებს არ ჰქონდათ ბინები, არ იყო მოგვარებული სანიტარული საკითხი და სხვა. მომხსენებლებმა განაცხადეს, ამ ყველაფერს იმიტომ იტანდნენ, რომ ქვეყნის მმართველი და გამგე იყო ნოე ჟორდანიას მთავრობა.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 28 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 1045 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/1045]; წვდომის თარიღი: 2020-09-27