1918 წლის პირველი მარტის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ბორჩალოს მაზრაში თათრებმა დაარბიეს მიქაელ არამიანცის მამული, სადაც კულტურული მეურნეობა იყო მოწყობილი; გაანადგურეს ალექსანდრე მიხეილის ძე სუმბათოვის მამული და სადახლოსკენ მელიქოვებისა და სხვათა მამულების ასაოხრებლად წავიდნენ.

წყარო: ერთობა, 1918 | 1 მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 10517 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/10517]; წვდომის თარიღი: 2021-01-25